შოთა გეწაძე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. იგი სამშენებლო სამართლის მიმართულებით იურისტთა წრეში პროგრესულად მოაზროვნე მოსამართლედ მიიჩნევა. მისი გადაწყვეტილებები გამოირჩევა დასაბუთების მაღალი სტანდარტით, სადაც აქტიურად ეყრდნობა სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკას.
ტრენერის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
◾️ 2015 წლიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლეა;
◾️ 2011-2015 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა;
◾️ 2014-2016 წ.წ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის წევრი იყო;
◾️ 2011-2017 წ.წ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა;
◾️ 2007-2009 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი გახლდათ;
ადმინისტრაციული სამართლის სამოსამართლეო პრაქტიკის პარალელურად ტრენერი 2015 წლიდან აკადემიურ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული.
◾️ 2018 წლიდან - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია;
◾️ 2016 წლიდან დღემდე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერია ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
◾️ 2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გახლდათ ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;