ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის, სისხლის სამართლის სპეციალიზაცია)
J&J Training Center ერთადერთი კერძო ტრენინგ ცენტრია საქართველოში, რომელსაც ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 აქვს დანერგილი. სტანდარტი უზრუნველყოფს ტრენერთა კონკურენტულ შერჩევას, გამოცდის სპეციფიკაზე მორგებული სწავლების მეთოდოლოგიასა და გამართულ მენეჯმენტის სისტემას.
2025 წლის შემოდგომაზე J&J Training Center მეხუთედ აცხადებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსს, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება და სრულად ONLINE ფორმატში გაიმართება.
კურსის სასწავლო პროგრამა თანხვედრაშია ადვოკატის გამოცდის სპეციფიკასთან, თეორიული მასალის გააზრება პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ხორციელდება. მსმენელს ყოველი ლექციის დასრულების შემდეგ გავლილ თემატიკასთან დაკავშირებით ეგზავნება ტესტური დავალებები, რომელთა განხილვა მომდევნო ლექციაზე ხორციელდება.
სასწავლო კურსის ფარგებში სრულად იფარება ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამა. სალექციო პერიოდის დასრულების შემდეგ მსმენელს უტარდება 100 ქულიანი იმიტირებული გამოცდა, რომლის მიზანი რეალური გამოცდისათვის მზაობის შემოწმებაა.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ იმიტირებული გამოცდის ფარგლებში გამოყენებული ტესტური დავალებების განხილვის მიზნით გაიმართება ორი შემაჯამებელი შეხვედრა. ერთი პირისპირ ფორმატში (ჰიბრიდულად ჩატარდება როგორც Zoom-ში, ასევე Axis Towers-ში), ხოლო მეორე სრულად ონლაინ.
ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამები, რომელიც კურსის განმავლობაში სრულად იფარება:
▪️ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია:https://shorturl.at/4eQOr
▪️ სისხლის სამართლის სპეციალიზაცია: https://shorturl.at/MZKiE
▪️ საერთო სამართლის სპეციალიზაცია: https://shorturl.at/jVZBO
სასწავლო პროგრამის მოწვეული ლექტორები:
სამოქალაქო სამართლის მიმართულება:
▪️ ნატალი გოგიაშვილი- სამართლის მაგისტრი
▪️ ნინო ქოჩიაშვილი- ადვოკატი;
▪️ ეკატერინე გასიტაშვილი- უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
სისხლის სამართლის მიმართულება:
▪️ ლევან ვეფხვაძე- პროკურორი;
▪️ ქეთევან გურაშვილი- ადვოკატი.
საჯარო სამართლის მიმართულება:
▪️ შოთა გეწაძე- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
▪️ მარიამ სიორდია - სამართლის მაგისტრი University of Pécs;
საერთაშორისო სამართლის მიმართულება:
▪️ მარიამ სიორდია - სამართლის მაგისტრი University of Pécs;
კურსის ხანგძლივობა: 3 თვე
დასაწყისი: 01 სექტემბერი (რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 აგვისტო)
კურსის ფორმატი: ზუმის პლატფორმის მეშვეობით
ღირებულება: (ანგარიშსწორება შესაძლებელია ორ ეტაპად)
▪️ სისხლის სამართლის სპეციალიზაცია: 550 ლარი;
▪️ სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია: 550 ლარი;
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/pj9UQ8rXeuA576JQA
კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა იმ მონაწილეზე, რომელიც 100 ქულიან იმიტირებულ გამოცდაზე არა ნაკლებ 75 ქულას დააგროვებს;

დაწყება - დასრულება2025-09-01
2025-11-26