ტრენინგები
სამოქალაქო სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი კანონით

250.00 A

გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი კანონით“, რომელსაც გაუძღვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჯაველიძე.

2024 წლის 01 მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდება.

ახალი კანონი, მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს მონაცემთა დამმუშავებლებს. მათ შორის ახლებურად წესრიგდება ვიდეოთვალთვალის, აუდიომონიტორინგის, პირდაპირი მარკეტინგისა და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების პროცესი. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ახალი კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ.

კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ახალი კანონით დამკვიდრებულ ცნებებსა და მექანიზმებზე, მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნისა და ინციდენტის შეტყობინების ვალდებულებაზე.

კურსის მიზანია დამსწრე პირებს მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების, მისი მნიშვნელობის და მონაცემთა დამუშავებისას არსებული გამოწვევების შესახებ მათ შორის, იმ უარყოფითი შედეგების თაობაზე, რაც შესაძლოა მონაცემების უკანონო დამუშავებამ გამოიწვიოს.

ერთ დღიანი კურსის ფარგლებში გაიგებთ:
◾️ რა ვალდებულებებს აკისრებს ასამოქმედებელი კანონი ბიზნესსუბიექტებს;
◾️ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით რა ფორმით მიღებული თანხმობა ჩაითვლება საკმარისად აღნიშნული მონაცემის დასამუშავებლად და რისი მტკიცების ტვირთს აკისრებს კანონი მონაცემთა დამმუშავებელს;
◾️ ბიზნესის რომელ სფეროებზე ვრცელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება და წარმოშობს თუ არა ორგანიზაციებისთვის დამატებით ხარჯებს.

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ HR-ებისთვის;
◾️ მარკეტინგის სპეციალისტებისთვის;
◾️ IT სფეროს წარმომადგენლებისთვის;
◾️ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი კანონით

დაწყება - დასრულება2024-02-03
2024-02-03