გიორგი ჯუღელი
სამართლის დოქტორი, პროფესორი და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს იურიდიული მრჩეველი. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამის შემდეგ ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) განაგრძო სწავლა, სადაც საკორპორაციო სამართალში სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.
2014 წლიდან აკადემიურ საქმიანობას ეწევა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს საკორპორაციო სამართალში.
2016 წლიდან დღემდე EBRD-ის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს იურიდიული მრჩეველია.
2010-2016 წლებში გიორგი ჯუღელი იყო USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (EWMI-JILEP) და სამართლბრივი გაძლიერების პროექტის (EWMI-PROLoG) კომერციული სამართლის მრჩეველი.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ იკისრა ვალდებულება მოეხდინა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ჰარმონიზაცია. სწორედ ამ მიზნით 2021 წლის 2 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. გიორგი ჯუღელი აღნიშნული კანონის თანაავტორია.
ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება მაღალი კვალიფიკაციის პროფესორთან თანამშრომლობას. საკორპორაციო სამართლის მიმართულებით გიორგის მრავალწლიანი გამოცდილება და ამოქმედებული კანონის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს მყარ საფუძველს შემოგთავაზოთ მეტად საჭირო და ბიზნესისთვის აუცილებელი შეხვედრები.