ტრენინგები
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

1950.00 A

გთავაზობთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ სასწავლო კურსს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში, კურსს გაუძღვებიან უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

კურსის გავლა შეუძლია იმ ადვოკატებს/იურისტებს, რომელთაც სურთ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. დაინტერესებული არიან ცოდნის გაღრმავებითა და იურიდიული აზროვნების განვითარებით მათი ყოველდღიური საქმიანობის მაღალპროფესიონალურ დონეზე წარსამართად.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი მოიცავს ტესტურ გამოცდას, ხოლო მეორე ეტაპი წერით გამოცდას. პირველი ეტაპის წარმატებით დასაძლევად დადგენილია 75 ქულიანი ზღვარი, ხოლო წერითი გამოცდის შემთხვევაში ბარიერი 15 ქულას შეადგენს.

კურსის მიზანია რეგისტრირებულ მსმენელებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის სპეციფიკასა და კაზუსის ამოხსნის თავისებურებებზე. ლექციებზე ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია მოსამართლეთა ყოველდღიურ საქმიანობაში.

კურსის ფარგლებში მსმენელს საშუალება ექნება ინტენსიური მომზადება გაიაროს შემდეგ დისციპლინებში:
◼️ მაია ვაჩაძე - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - 15 საათი;
◼️ მაია ვაჩაძე - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი - 15 საათი;
◼️ მზია თოდუა/დიანა ბერეკაშვილი - სამოქალაქო კოდექსი - 40 საათი;
◼️ დიანა ბერეკაშვილი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - 25 საათი;
◼️ თამარ ზამბახიძე - კანონი "მეწარმეთა შესახებ" - 5 საათი;

შეხვედრების განრიგი:
◼️ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - 4,6,8,11,13,15 (მარტი);
◼️ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი - 18,20,22,25,27,29 (მარტი);
◼️ სამოქალაქო კოდექსი - 2, 4, 6, 9, 11, 13, 16, 18, 20, 23, 25, 27 (აპრილი) 13, 17, 20, 24 (მაისი);
◼️ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი3, 10, 17, 24 (აპრილი) 8, 15, 22, 28, 29, 30 (მაისი);
◼️ კანონი "მეწარმეთა შესახებ" -  5 და 12 ივნისი.

სრული კურსის გარდა მსმენელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ცალკეული დისციპლინები, რომელთა გამართვის თარიღების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://rb.gy/1dd4kl

? ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი - 15 საათი - 350 ლარი;
? ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი -15 საათი - 350 ლარი;
? სამოქალაქო კოდექსი - 40 საათი - 850 ლარი;
? სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - 25 საათი - 650 ლარი;
? კანონი "მეწარმეთა შესახებ" - 5 საათი - 350 ლარი;

კურსის ხანგძლივობა: 3 თვე;
დასაწყისი: 04 მარტი. (რეგისტრაციის ბოლო ვადა 29 თებერვალი);
კურსის ფორმატი: Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/MhMKoSrrvdn21kB99

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

დაწყება - დასრულება2024-03-04
2024-06-12