საპროცესო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი სამართლებრივი დასაბუთების თავისებურებები
გთავაზობთ ორ ღიან პრაქტიკულ კურსს „საპროცესო დოკუმენტაციის შედგენისა და მისი სამართლებრივი დასაბუთების თავისებურებები“, რომელსაც გაუძღვება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე/მოსამართლე, სს „ბანკი ქართუ“-ს იურიდული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი მზია თოდუა.
საპროცესო დოკუმენტაციის გამართულობა გულისხმობს როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ დასაბუთებას, სარჩელითა თუ შესაგებლით გათვალისწინებული მოთხოვნების სამართლებრივი დასაბუთება კი ურთიერთობების მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს.
ტრენინგის მიზანია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მოქმედი იურისტებისა და ადვოკატებისათვის შეთავაზებულ იქნას ინტერაქტიული, ორ დღიანი შეხვედრა, რომელიც თეორიულ საკითხებთან ერთად დატვირთული იქნება პრაქტიკული მაგალითების განხილვით. მეორე შეხვედრისთვის მსმენელი მოამზადებს დავალებას და მოხდება მისი ქეისის განხილვა.
ტრენინგზე დასწრებით მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა თეორიული საკითხები განსხვავებული რაკურსით დაინახოს და მისი სწორად გააზრება პრაქტიკული შემთხვევების გახილვას ემყარებოდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ტრენერის გამორჩეული სწავლების ტექნიკა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების ბაზაზე ნორმათა განმარტების მიმართულებით ჩამოუყალიბდა.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი:
◾ მატერიალურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეძლებს სწორად შეაფასოს დავის წარმართვის შემთხვევაში მისი პერსპექტიულობა;
◾ საპროცესო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში შეძლებს სწორი ნორმების მისადაგებით დაასაბუთოს სასარჩელო მოთხოვნები და შეადგინოს კვალიფიციური შესაგებელი;
ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კურსი განკუთვლია:
◾ საკრედიტო ორგანიზაციების იურისტებისათვის;
◾ ადვოკატებისათვის;
◾ კომპანიაში დასაქმებული იურისტებისთვის;
◾ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაწყება - დასრულება2023-05-20
2023-05-21