მოწვეული ტრენერები
მარიამ სიორდია

მარიამ სიორდია

პრაქტიკოსი იურისტი

მარიამ სიორდია - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავს საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულებით

ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:
▪️2023-2025 წ.წ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საერთაშორისო სამართალის ინგლისურენოვანი პროგრამა, მაგისტრის ხარისხი;
▪️2024 წელი - უნგრეთი, პეჩის უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვანი პროგრამა, მაგისტრის ხარისხი;
▪️2015-2017 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი;
▪️2010-2014 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი;

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
▪️2025 წლიდან დღემდე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტი;
▪️2016-2025 წ.წ აღსრულების ეროვნული ბიურო, უფროსი იურისტი;
▪️2023 წელი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი (აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამართლებრივი თემატიკის ტრენინგები);

ტრენერს წარმატებით აქვს ჩაბარებული შემდეგი საკვალიფიკაციო გამოცდები:
▪️2024 წელი მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდა - სამოქალაქო განათლება;
▪️2023 წელი მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სპეციალიზაციით;
▪️2023 წელი ტრენერთა ტრენინგი;
▪️2019 წელი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

J&J Training Center მიესალმება პრაქტიკოს ტრენერთან თანამშრომლობას. საჯარო სამსახურში მიღებული ტრენერობის გამოცდილება და ქართულ-უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებული განათლება გვაძლევს მყარ საფუძველს შემოგთავაზოთ სწორი სტრუქტურით დაგეგმილი და გამოცდის სპეციფიკაზე ორიენტირებული ლექციები თუ საპრეზენტაციო მასალა.