ტრენინგები
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

მოსამართლის გამოცდის წერითი დავალება: ანალიზი და რეკომენდაციები

150.00 A

J&J Training Center-ის მოწვევით უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე მზია თოდუა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებული პირებისათვის სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები კანონის ნორმის ზუსტ ცოდნას ამოწმებს, წერითი დავალების მიზანი კი სამართლებრივი აზროვნების შეფასებაა. ქალბატონი მზია წლების განმავლობაში უშუალოდ იყო ჩართული საკვალიფიკაციო გამოცდების შეფასების პროცესში, რაც განსაკუთრებულად ღირებულს ხდის მის რეკომენდაციებს.

საგამოცდო წერითი დავალება 5 ღია კითხვას მოიცავს, თითო დავალება 5 ქულიანია. გამოცდის წერითი ნაწილი ჩაბარებულად ჩაითვლება თუ მონაწილე არა ნაკლებ 15 ქულის მიღებას შეძლებს.

2025 წლის 7 ივნისის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა წერითი დავალების ამოხსნის სტრუქტურა, სამართლებრივი მსჯელობის/არგუმენტაციისა და გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების განსაზღვრის საკითხები.

ვინაიდან წერითი დავალების ამოხსნა კანონის სიღრმისეულ გააზრებას მოითხოვს, მნიშვნელოვანია იურისტმა იცოდეს რა სახის დასაბუთება მოუტანს მას უმაღლეს შეფასებას.

ბონუსი: სამუშაო შეხვედრის დასრულებისთანავე მონაწილეებს გადაეგზავნებათ ტრენერის მიერ მომზადებული ორივე კაზუსის ამოხსნა, რაც გამოცდის გამართვის წინ დავალების სტრუქტურის ფორმირებაში დაგეხმარებათ.

ხანგრძლივობა: 3 საათი;
07 ივნისი: 16:00-19:00;
ღირებულება: 150 ლარი;

შეხვედრის ფორმატი: ჰიბრიდული.
გამართვის ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 37მ, Axis Tower, Terminal
შეხვედრა ასევე Live-რეჟიმით ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/8j3oqYNMTYoqXTtz7

იხილეთ მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ქალბატონი მზია თოდუას ინტერვიუ: https://www.facebook.com/share/v/18yASvx9Kh/

იხილეთ სტატია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ: https://jjc.ge/ka/center/center-blog/21

მოსამართლის გამოცდის წერითი დავალება: ანალიზი და რეკომენდაციები

დაწყება - დასრულება2025-06-07
2025-06-07