სამშენებლო სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა
გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს თემაზე „სამშენებლო სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და დარგის ექსპერტი შოთა გეწაძე.
სამშენებლო ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორს წარმოადგენს. მისი განვითარება ინვესტორების მოზიდვასთან, საკანონმდებლო რეგულირების დახვეწასთან და სწორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასთან ასოცირდება. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს“ მოქმედების სამ წლიანი ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომელიც პრაქტიკაში საპროექტო თუ დეველოპერული კომპანიებისათვის სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.
შეხვედრის მიზანია მსმენელს გააცნოს ის პრეცენდენტული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებობს. მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებთან დაკავშირებით, იურისტებმა იცოდნენ თუ რა წარმატების პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სასამართლო დავის დაწყებას, როგორ ჩამოაყალიბონ შესაბამისი მოთხოვნა და გამართონ საპროცესო დოკუმენტაცია.
კურსი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კურსი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ ადვოკატებისათვის
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი
დაწყება - დასრულება2022-04-16
2022-04-17