მაია ვაჩაძე
მაია ვაჩაძე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს ზოგად ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესში.
ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
◾️ 2008-2010 წწ. - ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, გერმანიის ტექნიკური საზოგადოება;
◾️ 2003 წწ. - პრაქტიკის გაცნობა, გერმანიის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების ურთიერთგაცვლის პროგრამა, გერმანიის ტექნიკური საზოგადოება;
◾️ 2001 წწ. - პრაქტიკის გაცნობა, გერმანიისა და ჰოლანდიის ადმინისტრაციული სისტემის ურთიერთგაცვლის პროგრამა - გერმანიის ტექნიკური საზოგადოება;
◾️ 1998 წწ. - წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები;
◾️ 1984 წწ. - დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით) , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ტრენერის სამუშაო გამოცდილება:
◾️ 1999 წლიდან დღემდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
◾️ 2019 წლის დეკემბრიდან - არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
◾️ 2001 წლის ივლისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრი;
◾️ 2013-2019 წწ. -საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე;
◾️ 1998-1999 წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
◾️ 1995-1998 წწ. - თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების მოსამართლე;
ქალბატონი მაიას სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. სამოსამართლეო პრაქტიკაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოირჩევა დასაბუთების მაღალი სტანდარტითა და ნორმების სიღრმისეული ანალიზით. გახლავთ არა ერთი მნიშვნელოვანი განმარტების ავტორი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი, სადაც აქტიურად მონაწილეობს მოქმედი და მომავალი მოსამართლეების გადამზადებისათვის გამართულ პროგრამებში.