ტრენინგები
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის იმიტირებული ტესტირება

150.00 A

„გამოსცადე შენი თავი გამოცდის გამართვამდე“

J&J Training Center ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველებს გთავაზობთ შესაძლებლობას გამოსცადოთ თქვენი თავი გამოცდის გამართვამდე

? 2025 წლის 28, 29 და 31 მაისის შეხვედრების ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა დეტალურად განიხილოთ საგამოცდო ტესტური დავალებების ამოხსნის სპეციფიკა და დასვათ კითხვები თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

? იმიტირებულ გამოცდაზე რეგისტრირებული მსმენელი მიიღებს ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული სრული საგამოცდო პროგრამიდან მომზადებულ 100 ქულიან ტესტს, რომელიც წარმოადგენს გამოცდაზე გამოყენებული დავალებების ანალოგს

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ასოციაცია ადაპტაციის კურსის საფასურის (750 ლარი) გადახდისგან ათავისუფლებს ყველა იმ მონაწილეს, რომელიც გამოცდაზე 97-100 ქულას დააგროვებს

ვისთვისაა სამუშაო შეხვედრები:
◼️ ვისაც სურს გაიგოს რა პრინციპითაა შედგენილი საგამოცდო ტესტები;
◼️ თავად ემზადება გამოცდისთვის და აქვს კითხვები დარგის ექსპერტებთან;
◼️ დაინტერესებული პირი, რომელიც სამომავლოდ გეგმავს გამოცდის ჩაბარებას;

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ტრენერები:

? სამოქალაქო სამართლის მიმართულება:
◼️ ნატალი გოგიაშვილი- ადვოკატთა შესახებ კანონი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, სამოქალაქო კოდექსი, მედიაციის შესახებ კანონი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონი, ბავშვთა უფლებები, მეწარმეთა შესახებ კანონი
◼️ ნინო ქოჩიაშვილი- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

? სისხლის სამართლის მიმართულება:
◼️ ლევან ვეფხვაძე- სისხლის სამართლის კოდექსი.
◼️ ქეთევან გურაშვილი- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფულის გათეთრების შესახებ კანონი

? საჯარო სამართლის მიმართულება:
◼️ შოთა გეწაძე- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
◼️ ზაზა ზანგურაშვილი- კონსტიტუცია და მისი ცვლილებები, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

? საერთაშორისო სამართლის მიმართულება:
◼️ გიორგი ნაკაშიძე- საერთაშორისო აქტები

ღირებულება: 150 ლარი

სამუშაო შეხვედრების განრიგი:
? ოთხშაბათი - 28 მაისი, 19:30 საათი (დისტანციურ რეჟიმში)
ტრენერი: შოთა გეწაძე

? ხუთშაბათი - 29 მაისი, 19:30 საათი (დისტანციურ რეჟიმში)
ტრენერი: ნატალი გოგიაშვილი

? შაბათი - 31 მაისი, 11:00 საათი  (პირისპირ შეხვედრა)
ტრენერები: ლევან ვეფხვაძე, ქეთევან გურაშვილი, ნინო ქოჩიაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ზაზა ზანგურაშვილი

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/KozS9972gTxspfy4A
რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 მაისი

2025 წლის 31 მაისს შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში, შესაძლებელი იქნება როგორც Zoom-ში, ისე პირისპირ ფორმატში დასწრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბაშიძის #34, Terminal

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის იმიტირებული ტესტირება

დაწყება - დასრულება2025-05-28
2025-06-07