მოწვეული ტრენერები
ქეთევან გურაშვილი

ქეთევან გურაშვილი

ადვოკატი

ქეთევან გურაშვილი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის პროცესში.

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2020 წლიდან დღემდე ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
◾️ 2020 წლიდან დღემდე სს „თიბისი ბანკის“ უფროსი იურისტი (ფინანსური დანაშაულების მიმართულება);
◾️ 2013-2020 წ.წ. საქართველოს პროკურატურა- პროკურორი;

ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:
2012-2014 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი;
2008-2012 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი;

◾ 2020 წლის აპრილში ქეთევანს მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო წოდება.
◾ 2018 წლის დეკემბერში ტრენერი დაჯილდოვდა საქართველოს გენერალური პროკურორის მადლობის სიგელით სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშაოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.
◾ 2017 წლის ივნისში ქეთევანს ამერიკის ელჩისაგან გადაეცა მადლობის სიგელი განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის.

ტრენერს გავლილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამართული სასწავლო კურსი მენტორებისთვის, რის შედეგადაც მიენიჭა საქართველოს პროკურატურის მენტორის სტატუსი.

ტრენერს დამატებით გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიებისა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის თემებზე.