ტრენინგები
სახელშეკრულებო სამართალი

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტები და სასამართლო პრაქტიკა

250.00 A

გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს „საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სს „ბანკი ქართუ“-ს იურიდული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მზია თოდუა და საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი ნათია ჭყონია.

კურსის ფარგლებში მსმენელი გაიგებს ეროვნული ბანკის, როგორც რეგულატორისა და საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი რა ტიპის ცვლილების შეტანის ვალდებულება გააჩნია ბანკს სტანდარული ტიპის ხელშეკრულებაში და რა ბერკეტები არსებობს სასამართლოს მიმართვის გარეშე კრედიტის მიმღების უფლებების დასაცავად.

ტრენინგის მიზანია მსმენელმა მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მოსარგებლეთა მხრიდან ყურადღების ღირს ინტერესს იმსახურებს.

მსმენელებს ტრენინგი დაეხმარება იმ საკითხების უკეთ გააზრებაში, თუ რაზე უნდა იქნეს ყურადღება გამახვილებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.

კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

ზოგადი მიმოხილვა:

◾ საბანკო კრედიტის სტანდარტული და განსაკუთრებული პირობები, მათი ნამდვილობის წინაპირობები;

◾ კრედიტის ცნება, მისი სახეები (სამომხმარებლო, კომერციული, იპოთეკური, ონკოლური, ბლანკეტური, ოვერდრაფტი);

◾ ეროვნული ბანკის რეგულაციების ზეგავლენა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნამდვილობაზე;

საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები და სასამართლო პრაქტიკა:

◾ საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები (ინდექსირებული/ფიქსირებული);

◾ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები;

◾ საბანკო კრედიტი და კრედიტის გამცემის ფინანსური ინტერესების დაზღვევა კრედიტის ამღების გარდაცვალების, ან უბედური შემთხვევის დადგომისას (სიცოცხლის, უბედური შემთხვევის დაზღვევა). სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი:

◾ დამოუკიდებლად შეძლებს გაერკვეს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეგულირებებში;

◾ შეძლებს გაიგოს რა პრინციპით გამოითვლება კრედიტზე დასარიცხი პროცენტი, საკომისიო თუ კრედიტის გაცემის ხარჯი;

◾ სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკისა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა/ანალიზის საფუძველზე შეძლებს სწორად შეაფასოს დავის პერსპექტიულობა;

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსი განკუთვნილია:

◾ იურისტებისათვის;
◾ ადვოკატებისათვის;
◾ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტები და სასამართლო პრაქტიკა

დაწყება - დასრულება2023-04-01
2023-04-01