ტრენინგები
სტაჟიორ-პროკურორთა გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

სტაჟიორ-პროკურორთა გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

350.00 A

გთავაზობთ სტაჟიორ-პროკურორთა/სტაჟიორ-გამომძიებელთა გამოცდისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ კურსს, რომელსაც გაუძღვება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პრაქტიკოსი ტრენერები.

ინტენსიური კურსის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ ნაწილზე, რაც გულისხმობს მონაწილეთათვის საგამოცდო ტესტების სპეციფიკაზე მორგებულ პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობას.

შეხვედრის ფარგლებში შეძლებთ მოისმინოთ როგორც მოქმედი პროკურორების, ისე ადვოკატების განმარტებები სისხლის სამართალში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე.

კურსი განკუთვნილია სისხლის სამართლით დაინტერესებული იმ პირებისათვის, რომელთაც გააჩნიათ სიღრმისეული თეორიული ცოდნა და სურთ აღნიშნული მასალის გამოცდისათვის საჭირო მიმართულებით გააზრება.

ლექციებზე განხილული იქნება ქეისები, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი კაზუსის ამოხსნის ხერხები და მეთოდები.

უკანასკნელ პერიოდში გამართული ტესტირებები ცხადყოფს, რომ თეორიულ ცოდნასთან ერთად მონაწილეს სჭირდება ანალიტიკური აზროვნება და სქემის ცოდნა, როგორ დააკვალიფიციროს კონკრეტული ქეისი.

ტესტირების გამოცდაზე გათვალისწინებული 100 ქულიდან 75 ქულა წარმოადგენს გამსვლელ ქულას.

განრიგით გათვალისწინებული შეხვედრებისას დაიფარება შემდეგი თემატიკა:
◼️ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
◼️ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
◼️ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

ტრენერები:
◼️ ჯაბა კოჭლამაზაშვილი - სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი;
◼️ ლევან ვეფხვაძე- სისხლის სამართლის კერძო ნაწილი;
◼️ ქეთევან გურაშვილი- სისხლის სამართლის პროცესი;
◼️ ანა ლეკიაშვილი- სისხლის სამართლის პროცესი;

კურსის ხანგძლივობა: 20 შეხვედრა (60 საათი);
სალექციო პერიოდი: 28 ოქტომბერი-12 ნოემბერი;

შეხვედრების დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://rb.gy/uy2s3

სტაჟიორ-პროკურორთა გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

დაწყება - დასრულება2023-10-28
2023-11-12