ტრენინგები
ადმინისტრაციული სამართალი

სარჩელის უზრუნველყოფის პრაქტიკული ასპექტები

150.00 A

გთავაზობთ ვებინარს თემაზე „სარჩელის უზრუნველყოფის პრაქტიკული ასპექტები“, რომელსაც გაუძღვება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე და დარგის ექსპერტი გიორგი თუნაური.

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოდ დაასაბუთებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს. მოსარჩელის მიერ მხოლოდ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა.

ვებინარის მიზანია ყურადღება გამახვილდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს მოსამართლის შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე დააკმაყოფილოს, თუ არა მხარის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

ვებინარის განმავლობაში სამოქალაქო დავის ჭრილში განხილული იქნება, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს უნდა პასუხობდეს შუამდგომლობა რათა მოსამართლემ დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.

ვებინარი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვებინარი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ ადვოკატებისათვის
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სარჩელის უზრუნველყოფის პრაქტიკული ასპექტები

დაწყება - დასრულება2022-04-05
2022-04-07