ეკატერინე გასიტაშვილი
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს შრომის სამართლის მიმართულებით.
განათლება და კვალიფიკაცია:
◾️ 1989-1994 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე;
◾ 1990-1993 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლური ენები ინგლისური ენა, მეორადი ფაკულტეტი;
სამუშაო გამოცდილება:
◾ 2015 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
◾ 2006-2015 წ.წ. სპს „გაბრიჩიძე და კომპანია“ -იურიდიული ფირმის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით;
◾ 2012-2014 წ.წ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გამგეობის წევრი;
◾ 2012-2015 წ.წ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე და ამავე კომისიის თავმჯდომარე;
◾ 1999-2006 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი;
◾ 1999 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
◾ 1997-1998 წ.წ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე;
◾ 1996-1997 წ.წ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილებაში სახელმწიფო მრჩეველი;
აკადემიური საქმიანობა:
◾ 2012 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დისციპლინაში - „იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი საფუძვლები“;
◾ 2014 წლიდან დღემდე შავი ზღვის უნივერსიტეტის IBSU მოწვეული ლექტორი დისციპლინაში - „იურიდიულ პროფესიათა ეთიკა“;
◾ 2022 წლიდან დღემდე შავი ზღვის უნივერსიტეტის IBSU მოწვეული ლექტორი დისციპლინებში -„სამოქალაქო საპროცესო სამართალი“ და „პრაქტიკუმი კერძო სამართალში“;
◾ 2021 წლიდან დღემდე კავკასიის უნივერსიტეტის CU მოწვეული ლექტორი დისციპლინებში: „შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა“, „სახელშეკრულებო სამართალი“ და „სამოქალაქო საპროცესო სამართალი“;
◾ 2017-2022 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დისციპლინაში „კერძო სამართლის პრაქტიკული კურსი“ და „სამოსამართლეო ეთიკა“;
ტრენერის პუბლიკაციათა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://rb.gy/nga6w