მოწვეული ტრენერები
მზია თოდუა

მზია თოდუა

კერძო სამართლის ექსპერტი

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე, რომელიც გაუძღვება კურსს „სახელშეკრულებო სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა“;

ტრენერის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

◾️ 2021 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლო, კერძო სამართლის ექსპერტი;

◾️ 2018-2020 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;

◾️ 2015-2018 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

◾️ 2012-2015 წ.წ. სს,,ბანკი ქართუ“-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი;

◾️ 2007-2012 წ.წ. სს ,,ბანკი ქართუ“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

◾️ 2006-2012 წ.წ. სს ,,ქართუ ჯგუფი“-ს იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე; სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი;

◾️ 2003-2005 წ.წ. საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტი;

◾️ 1999-2005 წ.წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

◾️ 1998-1999 წ.წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

კერძო სამართლის მიმართულებით სამოსამართლეო პრაქტიკის პარალელურად ტრენერი აქტიურად იყო ჩაბმული აკადემიურ საქმიანობაში და დღესაც აგრძელებს ლექციების კითხვას შემდეგ უნივერსიტეტებში:

◾️ 2011 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, როგორც ბაკალავრიატის ისე მაგისტრატურის საფეხურზე;

◾️ 2009-2020 წ.წ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;

◾️ 2016-2019 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;