სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა
გთავაზობთ საავტორო კურსს თემაზე „სამედიცინო სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება სამართლის დოქტორი/პროფესორი, ბიოეთიკის საბჭოს წევრი და ევროპის საბჭოს ექსპერტი ირმა გელაშვილი.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მიხედვით „მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით“ და „სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებასა და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას“. სიტყვა „ჯანმრთელობის“ ზუსტი დეფინიცია საქართველოს კანონმდებლობაში არ გხვდება, რაც ბუნებრივია წარმოშობს მრავალ კითხვას და ბევრ სამართლებრივ მდგომარეობას ბუნდოვანს ხდის.
შეხვედრის მიზანია მსმენელს გააცნოს ის სამართლებრივი წინაპირობები, რაც სამედიცინო დელიქტის შედეგად დამდგარი ქონებრივი თუ არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს წარმოადგენს.
ქალთა უფლებების ნაწილში მნიშვნელოვანია აბორტის, სუროგაციის ემბრიონის გაყინვის მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა, რათა ადვოკატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საპროცესო დოკუმენტაციის მომზადებისას სწორად ჩამოაყალიბონ სასარჩელო მოთხოვნა და მისი ფარგლები.
კურსი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კურსი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ სამედიცინო სფეროში დასაქმებული მენეჯმენტისათვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/hviumc
დაწყება - დასრულება2022-10-09
2022-10-24