ნინო ქოჩიაშვილი
ნინო ქოჩიაშვილი პრაქტიკოსი იურისტი მოსამართლე თამარ ხაჟომიასთან ერთად წაიკითხავს ტრენინგს თემაზე „უძრავი ქონების ლიზინგი და სასამართლო პრაქტიკა”.
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2018 წლიდან დღემდე ნინო საბანკო სექტორში მოღვაწეობს;
◾️ 2023 წელს სს „თიბისი ლიზინგის“ სამართალწარმოების დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
◾️ 2018 წლიდან დღემდე „ალტე“ უნივერსიტეტში ნინო კერძო სამართლის ლექტორია;
◾️ 2021 წლიდან დღემდე ტრენერი გადახდისუუნარობის ავტორიზებული პრაქტიკოსია;
◾️ 2023 წლიდან იკავებს BRIPA-ს დისციპლინური კომისიის წევრის პოზიცის;
◾️ 2021 წლიდან დღემდე ნინო ატარებს BRIPA და USAID ორგანიზებით გამართულ ტრენინგებს, სადაც განსახილველ თემატიკას წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის როლი გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყებისას. ასევე, კითხულობს ლექციებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიული გადამზადებისათვის შექმნილ კურსის ფარგლებში.