ტრენინგები
სახელშეკრულებო სამართალი

უძრავი ქონების ლიზინგი და სასამართლო პრაქტიკა

250.00 A

გთავაზობთ ერთ დღიან სასერტიფიკატო კურსს თემაზე “უძრავი ქონების ლიზინგი და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე თამარ ხაჟომია და სს „თიბისი ლიზინგი“-ს სამართალწარმოების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ქოჩიაშვილი.

სს „თიბისი ლიზინგი“ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უძრავი ქონების ლიზინგი საქართველოს ბაზარზე დანერგა. პროდუქტის განვითარებასთან ერთად, კომპანიამ დამატებით კომერციული, საწარმოო და საოფისე ფართის შესყიდვის შესაძლებლობა მისცა დაინტერესებულ პირებს.

უძრავი ქონების ლიზინგი საკმაოდ ცნობილია საერთაშორისო ბაზარზე და მის მიმართ დაინტერედება დღითიდღე იზრდება. ის წარმოადგენს ახალ საშუალებას უძრავი ქონების შეძენის ან/და ბიზნესს რესურსის სწორედ განაწილებისთვის.

ტრენინგის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
◾️ უძრავი ქონების ლიზინგის საკანონმდებლო მოწესრიგება;
◾️ უძრავი ქონების ლიზინგის ხელშეკრულების სპეციფიკა, ქონების ფლობის/საკუთრებად გადაცემის წინაპირობები;
◾️ სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობის ან/და ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული შედეგები;
◾️ სასარჩელო წარმოების სპეციფიკა, გამოწვევები და სასამართლო მიდგომები დავის საგნით გათვალისწინებული მოთხოვნის მიმართ;

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი:
◾️ დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით შეძლებს შეადგინოს საპროცესო დოკუმენტები, ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნები და შეადგინოს კვალიფიციური შესაგებელი;
◾️ სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკისა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა/ანალიზის საფუძველზე შეძლებს სწორად შეაფასოს დავის პერსპექტიულობა;

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსი განკუთვლია:
◾️ საკრედიტო ორგანიზაციების იურისტებისათვის;
◾️ ადვოკატებისათვის;
◾️ კომპანიაში დასაქმებული იურისტებისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

უძრავი ქონების ლიზინგი და სასამართლო პრაქტიკა

დაწყება - დასრულება2023-11-11
2023-11-11