ჯაბა კოჭლამაზაშვილი
ჯაბა კოჭლამაზაშვილი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით.
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2018 წლიდან დღემდე ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
◾️ 2022 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის წევრი;
◾️ 2018-2020 წ.წ. იურიდიული კომპანია ჯორბენაძე გაწერელია ქაუნსელორს JG Counselors ადვოკატი;
◾️ 2014-2018 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი;
ტრენერი სპეციალიზირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმისწარმოება ჯაბას საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.
ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:
◾ 2021 წლიდან დღემდე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი;
◾ 2014-2016 წ.წ. გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი;
◾ 2004-2008 წ.წ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი;
აქტიური საადვოკატო საქმიანობის პარალელურად ჯაბა მუშაობს მის სადოქტორო თემაზე „ნაფიც მსაჯულებისათვის მიწოდებული განმარტებები და კითხვები სამართლიანი ვერდიქტის პირობებში“.
◾️ 2022 წლის მარტის თვეში გამოცემულ ბატონიშვილის სამართლის წიგნში მან გამოაქვეყნა ნაშრომი „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარება საქართველოში“.