გვანცა ხარებავა
პრაქტიკოსი იურისტი
პრაქტიკოსი იურისტი, მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ რთული კატეგორიის საგადასახადო დავაში, რომლებიც წარმატებით დაასრულა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მას აქტიური მუშაობა უწევს კომპლექსურ საგადასახადო საკითხებზე, შესაბამისად მისთვის კარგად ცნობილია საგადასახადო ორგანოებისა და სასამართლოს პრაქტიკა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.
◾️ USAID-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჰენეპინის ოლქის საგადასახადო სასამართლოში ყოფნისას გვანცა გაეცნო აშშ-ში არსებულ სასამართლო პრაქტიკას საგადასახადო სამართლის მიმართულებით.
◾️ გვანცა ასევე არის, თსუ-ს დოქტორანტი, საგადასახადო სამართლის მიმართულებით, მას კვლევითი საქმიანობა აქტიურად აქვს განხორციელებული ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში.