მოწვეული ტრენერები
თამარ ხაჟომია

თამარ ხაჟომია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, რომელიც გაუძღვება კურსს: “შრომის სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა”;

ტრენერის არასრული სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

◾️ მოსამართლე 2012 წლიდან;

◾️ 2020 წლიდან- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. სხვადასხვა წლებში იყო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ამავე სასამართლოში, ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, უფლებამოსილებას ახორციელებდა დუშეთის და ყაზბეგის მაგისტრატ სასამართლოებში.

აქტიური სამოსამართლეო საქმიანობის პარალელურად ტრენერი ეწევა აკადემიურ საქმიანობას შემდეგ უნივერსიტეტებში:

2019 წლიდან დღემდე- მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). სხვადასხვა წლებში, მოწვეული ლექტორი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში;

◾ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა განგრძობადი განათლების პროგრამის ფარგლებში, შრომის სამართალსა და საკორპორაციო სამართალში, ჩატარებული აქვს არა ერთი პროფესიული ტრენინგი;

◾ სპიკერი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან სამოქალაქო სამართლის მიმართულებით გასამართი ლექციების, სემინარებისა თუ დისკუსიის ჭრილში.