შრომის სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა
გთავაზობთ ერთ დღიან სასერტიფიკატო კურსს “შრომის სამართლის აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა”, რომელსაც გაუძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ხაჟომია.
კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
◾️ ნორმირებული სამუშაო დროის ცნება;
◾️ ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება, სამუშაო დროის თავისებურებანი;
◾️ შრომის შინაგანაწესი, როგორც დამსაქმებელი კომპანიის ორგანიზაციული მოწესრიგების ინსტრუმენტი, გამოსაცდელი ვადის რეგულირება და გამოსაცდელი ვადით დაწინაურება.
◾️ ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება;
◾️ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და სამართლებრივი საფუძვლები;
◾️ უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივი შედეგები (ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია);
◾️ მტკიცებულებების სახეები და მათი სასამართლოში\ინსპექციაში წარდგენის ვალდებულება, მტკიცებულებების როლი მტკიცების ტვირთის გადანაწილებისას;
◾️ შრომის ინსპექციის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს როლი დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობაში, პასუხისმგებლობის საკითხები, სანქციები.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი:
◾️ დამოუკიდებლად შეძლებს შრომის ინსპექციის ინსპექტირების შემთხვევაში ორგანიზაციის ინტერესების დაცვას;
◾️ დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში შეძლებს სწორად შეადგინოს საპროცესო დოკუმენტები, შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით;
◾️ სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების განხილვისა და ანალიზის შედეგად გამოიმუშავებს უნარს, რაც დაეხმარება დავის პერსპექტიულობის სწორად შეფასებაში;
ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კურსი განკუთვლია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ HR სპეციალისტებისათვის;
◾️ კომპანიაში დასაქმებული მენეჯმენტისათვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაწყება - დასრულება2022-11-05
2022-11-05