გიორგი თუნაური
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე და დარგის ექსპერტი. ტრენერმა 2009 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს განათლების მიღება განაგრძო გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურზე.
2018 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
ბატონი გიორგის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება სასამართლო სისტემაში მის მრავალწლიან და საფეხუროვან განვითარების გზას:
◾️ 2021 წლის ივნისიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
◾️ 2017-2019 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტის-მოსამართლის თანაშემწის პოზიციას იკავებდა;
◾️ 2012-2017 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე გახლდათ;
◾️ 2010-2012 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის მოვალეობას ასრულებდა;
◾️ 2010 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსის პოზიცია ეკავა;