მოწვეული ტრენერები
დიანა ბერეკაშვილი

დიანა ბერეკაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

დიანა ბერეკაშვილი მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო სამართლის პროცესში.

ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:

◾️ 2020 წწ. - დაიცვა დისერტაცია თემაზე „სავალდებულო წილი მემკვიდრეობით სამართალში“ და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი;

◾️ 2005 წწ. - წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

◾️ 1999 წწ. - წარმატებით ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

◾️ 1990-1996 წწ. - იურიდიული ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ტრენერის სამუშაო გამოცდილება:

◾️ 2016 წლიდან დღემდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

◾️ 2018 წლის თებერვლიდან - გამწესებულია სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

◾️ 2005-2016 წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

ტრენერის აკადემიური საქმიანობა:

◾️ 2011 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი;

◾️ 2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

◾️ 2007 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;

◾️ 2010 წლიდან - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ტრენერი;

◾️ 2013 წლიდან - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ტრენერი;