მოწვეული ტრენერები
ქეთევან კრაწაშვილი

ქეთევან კრაწაშვილი

ექსპერტი

ქეთევან კრაწაშვილი პერსონალური მონაცემების დაცვაზე ზედამხედველობის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი, გაუძღვება საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ კურსს.

ტრენერის განათლება:

◾️ 2009-2011 წ.წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის მიმართულების მაგისტრი;

◾️ 2005-2009 წ.წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხი, სამართლისმცოდნეობა;

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

◾️ 2021 წლიდან დღემდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;

◾️ 2020 წლის დეკემბერი- 2021 წლის იანვარი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

◾️ 2019-2021 წ.წ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია/საპარლამენტო მდივნის ოფისი, მოწვეული სპეციალისტი;

◾️ 2017-2019 წ.წ. საქართველოს პარლამენტი/პირველი ვიცესპიკერის თანაშემწე, აპარატის სამართლებრივი მიმართულების სპეციალისტი და სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმის სამართლებრივი ხელმძღვანელი;

◾️ 2014-2017 წ.წ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - სხვადასხვა მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიციები, მათ შორის სამართლებრივი უზრუნველყოფის, ასევე კანონების და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;

◾️ 2010-2013 წ.წ. ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იურისტ-კონსულტანტი, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი.

გამოცდილება სატრენერო მიმართულებით:

◾️ 2023 წლის თებერვალი - გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP, ექსპერტი- ტრენერი;

◾️ 2022 წლის ივნისი - სსიპ „ნოტარიუსთა პალატა“ ტრენერი;

◾️ 2022 წლის თებერვალი - ექსპერტი NDI (ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი);

◾️ 2017 წელი, 2024 წლიდან - სამართლის მეცნიერებებში მოწვეული ლექტორი, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტი (UG) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU);