ტრენინგები
სამოქალაქო სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი კანონით

300.00 A

გთავაზობთ საჯარო ორგანოების სპეციფიკაზე მორგებულ სასერტიფიკატო კურსს თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი კანონით“, რომელსაც გაუძღვება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი ქეთევან კრაწაშვილი.

2024 წლის 01 მარტს ახალი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა. 

კანონის 33-ე მუხლის თანახმად ყველა საბიუჯეტო დაწესებულება (მათ შორის ააიპ, სსიპ, შპს), რომლის ძირითადი შემოსავლის წყარო ცენტრალური თუ ადგილობირივი თვითმმართველობის საბიუჯეტო სახსრებია ვალდებულია 2024 წლის 01 ივნისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი დანიშნოს. ოფიცრის დანიშვნის შესახებ ასეთი პირის ვინაობის ინსპექტორის სამსახურისთვის მიწოდება ვებ გვედზე მათი გამოქვეყნების მიზნებისთვის ხორციელდება.

თეორიული საკითხების განხილვასთან ერთად, ერთდღიანი კურსი მოიაზრებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კაზუისტური შემთხვევების განხილვას, რაც კონკრეტული უწყებების ჭრილში მათი საჭიროიების ჭრილში გაანალიზდება. კურსი მორგებულია ქართულ მართლწესრიგზე. მისი გავლის შემთხვევაში, შეძლებთ მიიღოთ პროაქტიული ზომები და თავიდან აირიდოთ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების შემთხვევები.

კურსი განკუთვნილია:
◾️  საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის;
◾️ მათთვის ვინც საჯარო დაწესებულებებში გეგმავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად მუშაობას;
◾️ პერსონალური მონაცემების დაცვის შესწავლით დაინტერესებული ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს დეტალურად იცნობდეს საჯარო ორგანოებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მოწესრიგებას;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება ახალი კანონით

დაწყება - დასრულება2024-04-13
2024-04-13