მოწვეული ტრენერები
თამარ ჯოხაძე

თამარ ჯოხაძე

ადვოკატი

თამარ ჯოხაძე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით.

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2021 წლიდან დღემდე ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
◾️ 2020-2021 წ.წ. მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მწერალ- თანაშემწე;

ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:
2018-2020 წ.წ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი;
2014-2018 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი;

თამარმა 2022 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, მას ასევე ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

თამარის სადისერტაციო ნაშრომი მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ეხებოდა თემას „მტკიცებულებათა შეფასება სისხლის სამართლის პროცესში“, რომელიც მან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2020 წელს დაიცვა.

აქტიური საადვოკატო საქმიანობის პარალელურად ტრენერი ლექციებს კითხულობდა სამართლის სკოლა „სექტორი 3“-ში, სადაც ხელმძღვანელობდა მოსამართლეობის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის სამუშაო ჯგუფს. აღნიშნულის გათვალისწინებით მისთვის კარგადაა ცნობილი როგორც საადვოკატო, ისე მოსამართლეთა გამოცდების სპეციფიკა.