ლანა გელაშვილი
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს ლანა გელაშვილს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ლაკერბაიასთან ერთად გაუძღვება კურსს: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა“;
ტრენერის განათლება:
◾️ 2022-2023 წ.წ European Law & Governance School of Athens. European Law( LLM);
◾️ 2013-2015 წ.წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო ბიზნეს სამართლის სკოლა (მაგისტრი);
◾️ 2009-2013 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი);
ტრენერის არასრული სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2022 წლიდან დღემდე- სსიპ „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო“-ს მომხმარებელის უფლებების დაცვის დეპარტამენტი;
◾️ 2019-2022 წ.წ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მთავარი იურისტი;
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“კანონის ამოქმედებისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში სახელმწიფო ზედამხედველობა 2022 წლის 01 ნოემბრიდან დღემდე აქტიურად ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთი საქმის შესწავლა განხორციელდა ლანა გელაშვილის მონაწილეობით.
ვფიქრობთ რომ ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ლანას მიერ დაგროვებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება კერძო კომპანიებს მიიღონ სწორი და ზუსტი ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე.