მოწვეული ტრენერები
ნათია ჭყონია

ნათია ჭყონია

ეროვნული ბანკის ექსპერტი

საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ლაკერბაიასთან ერთად წაიკითხავს საავტორო კურსს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის გავლენა საკრედიტო დაწესებულებებზე. 

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

◾️ 2015 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი;

◾️ 2012-2015 წ.წ. საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;

◾️ 2008-2012 წ.წ. სს „ბანკი რესპუბლიკა“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალის წევრი) საკრედიტო ექსპერტი;

ტრენერის ავტორობით გამოცემულია წიგნი “ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმძღვანელო (ძირითადი პრინციპები)“. სახელმძღვანელო განკუთვნილია ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში ცოდნისა და პრაქტიკის გაღრმავებას. წიგნი გამოცემულია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ცენტრისა და გერმანული ფონდი შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობის ჩართულობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით.

ტრენერის განათლება კვალიფიკაცია:

2022 წლის სექტემბრიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამის დოქტორანტი;

2010-2012 წ.წ. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM-ის ბიზნეს საკოლა, მაგისტრატურის საფეხური, ბიზნეს ადმინისტრირება;

2019 წელი- იტალიის ცენტრალური ბანკი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ტრენინგი, გამართვის ადგილი იტალია, რომი;

2019 წელი- ATTF House Of Training-ისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „რისკების მართვა საბანკო სექტორში“;

2015 წელი - საფრანგეთის ცენტრალური ბანკი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ტრენინგი;

გამართვის ადგილი საფრანგეთი, პარიზი;