ნანა გასიშვილი
პრაქტიკოსი იურისტი და ინტელექტუალური სამართლის ექსპერტი. იგი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომელია.
ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ განსახილველ ისეთ საკითებში, რომელიც აქტუალური და კომპლექსურია.
ტრენერი ასევე მონაწილეობას იღებს საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატის საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოს, ასევე სასამართლო განხილვებში.
◾️ ტრენერმა განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს საჯარო სამართლის მიმართულებით.
◾️ ნანა არის გერმანიის საგარეო საქმეთა საბჭოს, კარლ ფრიდრიხ გორდელერის სახელობის კოლეჯისა და რობერტ ბოშის ფონდის ერთობლივი სასწავლო პროგრამის - “Good Governance" კურსდამთავრებული.
◾️ ასევე ის არის საქპატენტის სასწავლო ცენტრის, აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის სასწავლო და პროფესიული განვითარების პროგრამების კურსდამთავრებული.
◾️ სხვადასხვა დროს პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს და გერმანიის ადმინისტრაციულ ორგანოებში. თბილისის სააპელაციო, საქართველოს უზენაეს და ზაარლანდის ფედერაციული მიწის (ზაარბრუკენის) სასამართლოებში.