ტრენინგები
მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია)

1650.00 A

გთავაზობთ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ სასწავლო კურსს სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, კურსს გაუძღვებიან უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები.

კურსის გავლა შეუძლია იმ ადვოკატებს/იურისტებს, რომელთაც სურთ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. დაინტერესებული არიან ცოდნის გაღრმავებითა და იურიდიული აზროვნების განვითარებით მათი ყოველდღიური საქმიანობის მაღალპროფესიონალურ დონეზე წარსამართად.

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი მოიცავს ტესტურ გამოცდას, ხოლო მეორე ეტაპი წერით გამოცდას. პირველი ეტაპის წარმატებით დასაძლევად დადგენილია 75 ქულიანი ზღვარი, ხოლო წერითი გამოცდის შემთხვევაში ბარიერი 15 ქულას შეადგენს.

კურსის მიზანია რეგისტრირებულ მსმენელებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის სპეციფიკასა და კაზუსის ამოხსნის თავისებურებებზე. ლექციებზე ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია მოსამართლეთა ყოველდღიურ საქმიანობაში.

კურსის ფარგლებში მსმენელს საშუალება ექნება ინტენსიური მომზადება გაიაროს შემდეგ დისციპლინებში:
◼️ სისხლის სამართლის კოდექსი- მაია თეთრაული/გიორგი მიროტაძე/ბადრი ნიპარიშვილი - 38 საათი;
◼️ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი- შალვა თადუმაძე/გიორგი მიროტაძე/ბადრი ნიპარიშვილი- 33 საათი;
◼️ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი- მაია თეთრაული - 5 საათი;

შეხვედრების განრიგი:
◼️ სისხლის სამართლის კოდექსი - 3, 5, 7, 10, 12, 14, 17, 19, 21, 24, 26, 28 (სექტემბერი), 1, 3, 5(ოქტომბერი);
◼️ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი- 8 და 10 ოქტომბერი;
◼️ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი - 12, 15, 17, 19, 22, 24, 26, 29, 31(ოქტომბერი), 2, 5, 7, 9(ნოემბერი);

სრული კურსის გარდა მსმენელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ცალკეული დისციპლინები, რომელთა გამართვის თარიღების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://rb.gy/21l099

? სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი- 10 საათი - 350 ლარი;

? სისხლის სამართლის კერძო ნაწილი- 28 საათი - 750 ლარი;

? სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი და კერძო)- 38 საათი - 950 ლარი;

? სისხლის სამართლის საპროცესო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი- 38 საათი - 950 ლარი;

კურსის ხანგძლივობა: 2 თვე;
დასაწყისი: 03 სექტემბერი. (რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 აგვისტო);
კურსის ფორმატი: Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/rFi3mBvTZzF6G5Ye6

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია)

დაწყება - დასრულება2024-09-03
2024-11-09