მოწვეული ტრენერები
შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

შალვა თადუმაძე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით.

ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;
 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით;
 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში;

ტრენერის სამუშაო გამოცდილება:
 2019 წლის დეკემბრიდან დღემდე - უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
 2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
 2018-2019 წ.წ. - საქართველოს მთავარი პროკურორი;
 2018 წ. - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
 2012-2018 წ.წ. - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი (საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსი);
 2014-2016 წ.წ. - ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას;
 

2020-2023 წ.წ. სტატისტიკით შალვა თადუმაძეს უზენაეს სასამართლოში განხილული აქვს 3 968  საქმე, საიდანაც მომხსენებელი მოსამართლე გახლდათ 85 საქმეზე, ხოლო შემადგენლობაში 3 883.