მოწვეული ტრენერები
მაია თეთრაული

მაია თეთრაული

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მაია თეთრაული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სისხლის სამართლის მიმართულებით.

ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
1993-1999 წ.წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

ტრენერის სამუშაო გამოცდილება:
2012 წლიდან დღემდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
2017 წლიდან მოსამართლედ განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
2007-2012 წ.წ. - მივლინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;
2006-2012 წ.წ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
2005-2006 წ.წ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორი;
2004-2005 წ.წ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე;
2003-2004 წ.წ. - თბილისის საოლქო სასამართლოს უფროსი კონსულტანტი;

ტრენერის აკადემიური საქმიანობა უკავშირდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლო მოხელეთა და მსმენელთათვის შემდეგი ტრენინგების ჩატარების გამოცდილებას:
◾ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
◾ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვა;
◾ მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები;
◾ სასჯელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა და აღსრულება;
◾ განაჩენის დასაბუთება.