ტრენინგები
სამოქალაქო სამართალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი

790.00 A

გთავაზობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსს (DPO), რომელსაც გაუძღვება ექსპერტი ქეთევან კრაწაშვილი.

ქეთევანის გამოცდილება დაკავშირებულია აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ საზედამხედველო ორგანოებში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობასა და აღსრულების კონტროლთან. ტრენერი აქტიურად იღებდა მონაწილეობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავების პროცესებში;

თეორიული საკითხების განხილვასთან ერთად, სასწავლო კურსი მოიაზრებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კაზუისტური შემთხვევების, საერთაშორისო სასამართლოებისა და საზღვარგარეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკის ანალიზს, ასევე, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ექსპერტიზის თუ მათი შექმნის სწავლებას.

კურსი შემუშავებულია პრაქტიკული და თეორიული საკითხების დაბალანსებით. მორგებულია ქართულ მართლწესრიგზე. მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში, შეძლებთ მიიღოთ პროაქტიული ზომები და თავიდან აირიდოთ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების შემთხვევები.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კურსის წარმატებით გავლა ნიშნავს რომ თქვენ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა. 100 ქულიანი გამოცდის ფარგლებში სავალდებულოა მინიმუმ 70 ქულიანი ბარიერის დაძლევა. გამოცდა მოიცავს როგორც ტესტურ დავალებებს, ისე კაზუსური ტიპის შემთხვევების ანალიზს. საგამოცდო თემატიკა სრულად დამუშავდება კურსის ფარგლებში;

კურსის ათვისება მოგცემთ შესაძლებლობას ადვილად დაადასტუროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სათანადო ცოდნის ფაქტი, რაც თქვენს მომავალ/ამჟამინდელ დამსაქმებელს მისცემს საშუალებას ოფიცრის პოზიციაზე არჩევანი თქვენზე შეაჩეროს.

კურსი განკუთვნილია:
◾️ საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის;
◾️ მათთვის ვინც საჯარო დაწესებულებებში გეგმავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად მუშაობას;
◾️ პერსონალური მონაცემების დაცვის შესწავლით დაინტერესებული ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს დეტალურად იცნობდეს საჯარო ორგანოებში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის მოწესრიგებას;

კურსი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსის ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა (20 საათი);
სალექციო პერიოდი: 30, 31 მარტი, 6, 7, 13 აპრილი. (6 და 7 აპრილი ჩატარდება სრულად დისტანციურ რეჟიმში)
დრო: 11:00-15:30;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი

დაწყება - დასრულება2024-03-30
2024-04-13