ქეთევან კრაწაშვილი
ქეთევან კრაწაშვილი პერსონალური მონაცემების დაცვაზე ზედამხედველობის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი, გაუძღვება საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ კურსს.
ტრენერის განათლება:
◾️ 2009-2011 წ.წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო სამართლის მიმართულების მაგისტრი;
◾️ 2005-2009 წ.წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხი, სამართლისმცოდნეობა;
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2021 წლიდან დღემდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი;
◾️ 2020 წლის დეკემბერი- 2021 წლის იანვარი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
◾️ 2019-2021 წ.წ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია/საპარლამენტო მდივნის ოფისი, მოწვეული სპეციალისტი;
◾️ 2017-2019 წ.წ. საქართველოს პარლამენტი/პირველი ვიცესპიკერის თანაშემწე, აპარატის სამართლებრივი მიმართულების სპეციალისტი და სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმის სამართლებრივი ხელმძღვანელი;
◾️ 2014-2017 წ.წ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - სხვადასხვა მაღალი რგოლის მენეჯერული პოზიციები, მათ შორის სამართლებრივი უზრუნველყოფის, ასევე კანონების და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
◾️ 2010-2013 წ.წ. ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, იურისტ-კონსულტანტი, სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი.
გამოცდილება სატრენერო მიმართულებით:
◾️ 2023 წლის თებერვალი - გაეროს განვითარების პროგრამა/UNDP, ექსპერტი- ტრენერი;
◾️ 2022 წლის ივნისი - სსიპ „ნოტარიუსთა პალატა“ ტრენერი;
◾️ 2022 წლის თებერვალი - ექსპერტი NDI (ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი);
◾️ 2017 წელი, 2024 წლიდან - სამართლის მეცნიერებებში მოწვეული ლექტორი, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტი (UG) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU);