სახელშეკრულებო სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა
ნაკადი N2
გთავაზობთ ერთ დღიან სასერტიფიკატო კურსს „სახელშეკრულებო სამართლის პრობლემატური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე/მოსამართლე, სს „ბანკი ქართუ“-ს იურიდული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი მზია თოდუა;
კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილი:
◾ ფულადი ვალდებულებების შესრულება;
◾ პასუხისმგებლობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის;
◾ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები;
◾ ვალდებულების შეწყვეტა და მისი სამართლებრივი შედეგები;
◾ ხელშეკრულებიდან გასვლა:
სახელშეკრულებო სამართლის კერძო ნაწილი:
◾ ნასყიდობის ხელშეკრულება;
◾ სესხის ხელშეკრულება;
◾ იჯარის ხელშეკრულება;
◾ ნარდობის ხელშეკრულება;
კურსზე რეგისტრირებული მსმენელი ტრენინგის გამართვამდე მიიღებს სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხებზე წინასწარ დამუშავებულ მასალას, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწვეტილებებისა და თეორიული საკითხების ამონარიდებს;
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი:
◾️ დამოუკიდებლად შეძლებს დაცვის მაღალი ხარისხის ხელშეკრულების შედგენას;
◾️ დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით შეძლებს შეადგინოს საპროცესო დოკუმენტები, ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნები და შეადგინოს კვალიფიციური შესაგებელი;
◾️ სასამართლოს არაერთგვაროვანი პრაქტიკისა თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვა/ანალიზის საფუძველზე შეძლებს სწორად შეაფასოს დავის პერსპექტიულობა;
ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კურსი განკუთვლია:
◾️ საკრედიტო ორგანიზაციების იურისტებისათვის;
◾️ ადვოკატებისათვის;
◾️ კომპანიაში დასაქმებული იურისტებისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაწყება - დასრულება2023-11-04
2023-11-04