მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა
გთავაზობთ საავტორო კურსს თემაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება სამართლის დოქტორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ლაკერბაია და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლანა გელაშვილი.
2022 წლის 1 ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი შევიდა ძალაში, რომელიც რითეილის მიმართულებით ოპერირებადი კომპანიებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევადაა შეფასებული. 2022 წლის ნოემბრიდან კი კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში დაიწყო ზედამხედველობის განხორციელება.
J&J Training Center-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ბაზრის კონტროლის დაწყებამდე გამართული ტრენინგის ფარგლებში პრაქტიკის არ არსებობის მიზეზით რიგ საკითხებზე ვერ იქნა პასუხები გაცემული. სააგენტოს ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შევაფასოთ კანონის მოქმედებისა და მისი აღსრულების მექანიზმები, როგორც სასამართლოს ჭრილში, ისე უშუალოდ სააგენტოს მიერ განხილული ქეისების საშუალებით.
კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
◾ მომხმარებელი და მისი ძირითადი უფლებები;
◾ მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება;
◾ სამომხმარებლო ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული გარანტიები;
◾ უსამართლო სტანდარტული პირობები სამომხმარებლო ხელშეკრულებებში;
◾ სავაჭრო ობიექტში/დისტანციურად ვაჭრობისას მომხმარებლისთვის კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
◾ მომხმარებლის მიერ საქონლის/მომსახურების ,,უპირობოდ დაბრუნების“ წესი;
◾ კანონისმიერი გარანტია VS კომერციული გარანტია:
- ნაკლის არსებობის/არ არსებობის მტკიცების ტვირთი;
◾ პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება;
◾ მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერება;
ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კურსი განკუთვნილია:
◾ იურისტებისათვის;
◾ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
◾ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ტრენინგის პროგრამა
.
.
დაწყება - დასრულება2023-04-29
2023-04-29