ტრენინგები
შრომის სამართალი

სასერტიფიკატო კურსი შრომის სამართალში

250.00 A

გთავაზობთ ორ დღიან სასერტიფიკატო კურსს „შრომის სამართალში“, რომელსაც გაუძღვება სამართლის დოქტორი და დარგის ექსპერტი ეკა ქარდავა.

კურსის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
◾️ ნორმირებული სამუშაო დროის ცნება;
◾️ ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება, სამუშაო დროის თავისებურებანი;
◾️ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და სამართლებრივი საფუძვლები;
◾️ უკანონოდ დათხოვნის სამართლებრივი შედეგები (ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია);
◾️ დასაქმებულის პასუხისმგებლობა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების და მასზე გადაცემული მატერიალური ქონების დაზიანების/მითვისების შემთხვევაში; (სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელობანი გადაწყვეტილებები);
◾️ დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თავისებურება;
◾️ სოციალური დიალოგი, მედიაცია და არბიტრაჟის როლი შრომით სამართლებრივ დავებში;
◾️შრომის ინსპექციის, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს როლი დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობაში, პასუხისმგებლობის საკითხები, სანქციები.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი:
◾️ დამოუკიდებლად შეძლებს შრომის ინსპექციის ინსპექტირების შემთხვევაში ორგანიზაციის ინტერესების დაცვას;
◾️ დავის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში შეძლებს სწორად შეადგინოს საპროცესო დოკუმენტები, შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით;
◾️ სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების განხილვისა და ანალიზის შედეგად გამოიმუშავებს უნარს, რაც დაეხმარება დავის პერსპექტიულობის სწორად შეფასებაში.

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსი განკუთვლია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ HR სპეციალისტებისათვის;
◾️ კომპანიაში დასაქმებული მენეჯერებისათვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 

სასერტიფიკატო კურსი შრომის სამართალში

დაწყება - დასრულება2022-06-25
2022-06-26