ტრენინგები
მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართალი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა

200.00 A

გთავაზობთ საავტორო კურსს თემაზე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელსაც გაუძღვება სამართლის დოქტორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ლაკერბაია.

2022 წლის 1 ივნისიდან „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც თავის მხრივ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად, ხოლო რითეილის მიმართულებით ოპერირებადი კომპანიებისათვის კი მნიშვნელოვან გამოწვევადაა შეფასებული.

ამოქმედებული კანონით მომხმარებელს მიენიჭა უფლება მაღაზიაში (ონლაინ/ადგილზე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის გამოწერის/მიღების დროს, მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნივთი უკან დააბრუნოს, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მიიღოს დაბრუნებული პროდუქცია. ასევე დაწესდა ჩამონათვალი, თუ რა ტიპის პროდუქციის ყიდვისას ვერ გავრცელდება 14 დღიანი დაბრუნების წესი.

ერთ დღიანი კურსის ფარგლებში გაიგებთ:

◾️ რა ვალდებულებებს აკისრებს ახალ ამოქმედებული კანონი მოვაჭრეებს და რა სანქციებია გათვალისწინებული მათი დარღვევის შემთხვევაში;

◾️ რა ითვლება შეცდომაში შემყვან რეკლამად, როგორ შეიძლება დადგინდეს შეცდომაში შემყვანია თუ არა რეკლამა და რა ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ჩაითვლება კომერციული საქმიანობა შეცდომაში შემყვანად;

◾️ რას წარმოადგენს მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტი და რა უფლებამოსილება მიენიჭა მას ახალი კანონის ფარგლებში;

◾️ როგორ ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის პროდუქციის ხარისხთან თუ სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებული დავისას;

ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კურსი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა

დაწყება - დასრულება2022-10-24
2022-10-24