თამარ ლაკერბაია
სამართლის დოქტორი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, რომელიც გაუძღვება საავტორო კურსს: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები და სასამართლო პრაქტიკა“;
ტრენერის არასრული სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 2016 წლიდან დღემდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
◾️ 2015 წ. იურიდიული კომპანია „ერისთავი და პარტნიორები“-ასოცირებული პარტნიორი;
◾️ 2011-2015 წ.წ. იურიდიული კომპანია „ერისთავი და პარტნიორები“ - მთავარი იურისტი;
◾️ 2006-2009 წ.წ. თბილისის სააპელაციო სასამართლო - მოსამართლის თანაშემწე;
◾️ 2005-2006 წ.წ. საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი - აფხაზეთის ა/რ სააპელაციო სასამამართლო;
◾ 2005 წ. აფხაზეთის აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლო - სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების უფროსი.
აქტიური სამოსამართლეო საქმიანობის პარალელურად ტრენერი ეწევა აკადემიურ საქმიანობას შემდეგ უნივერსიტეტებში:
◾️ 2012 წლიდან დღემდე- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
◾️ 2020 წლიდან დღემდე- საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
◾️ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული, აფელირებული პროფესორი;
◾️ 2016-2020 წ.წ- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ახლადამოქმედებული კანონის სიღრმისეული ცოდნა და სპიკერის მრავალწლიანი აქტიური სამოსამართლეო პრაქტიკა გვაძლევს მყარ საფუძველს, ქალბატონი თამარის ხელმძღვანელობით შემოგთავაზოთ მეტად აქტუალური და ბიზნეს სექტორის სამართლებრივ საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული კურსი.