შალვა ჯულაყიძე
ეკონომიკის დოქტორი და პროფესორი. ბატონი შალვას ავტორობით გამოცემულია 35-მდე ნაშრომი, როგორც სახელმწიფო შესყიდვების, ასევე მენეჯმენტის მიმართულებით.
ტრენერის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
◾️ 2017 წლიდან დღემდე ბატონი შალვა სსიპ „იუსტიციის სახლი“-ს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელია;
◾️ 2015-2017 წ.წ. იკავებდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციას;
◾️ 2012-2015 წ.წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსი გახლდათ;
ტრენერი პარალელურად ეწევა აქტიურ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, ლექციებს კითხულობს ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა:
◾️ 2011 წლიდან დღემდე დ. აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია (NDA) - ასოცირებული პროფესორი (მენეჯმენტის მიმართულება);
◾️ 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) - ასოცირებული პროფესორი (ფინანსების მიმართულება);
◾️ 2007 წლიდან დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სადისერტაციო საბჭოს წევრი, ლექტორი, ტრენერი;
◾️ 2017 წლიდან დღემდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) - მოწვეული ლექტორი;
◾️ 2014 წლიდან დღემდე კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - მოწვეული ლექტორი.