მოწვეული ტრენერები
თამარ ზამბახიძე

თამარ ზამბახიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

თამარ ზამბახიძე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში წაიკითხავს ლექციებს სამეწარმეო სამართალში.

ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:

◾️ 2001 წწ. - დაიცვა დისერტაცია თემაზე „კომერციული ბანკების მიერ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების სამართლებრივი პრობლემები”, მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი;

◾️ 1992-1997 წწ. - იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ტრენერის სამუშაო გამოცდილება:

◾️ 2019 წლიდან დღემდე - უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

◾️ 2019 წლის დეკემბრიდან - გამწესებულია უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

◾️ 2007-2019 წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატა;

◾️ 2005-2007 წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

ტრენერის აკადემიური საქმიანობა:

◾️ 2007 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი;

◾️ 2005 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

თამარ ზამბახიძის მონაწილეობით შემუშავდა ტრენინგის პროგრამა და ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების შემდეგ პროგრამებში (არასრული ჩამონათვალი):

◾️ 2014 20-21 მარტი. საკორპორაციო სამართალი, იუსტიციის უმაღლესი სკოლა/JILEP თბილისი;

◾️ 2015- 22-23 აპრილი. რელაციის ტექნიკა; მტკიცებულებათა შეფასება, მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამოქალაქო სამართალში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა/GIZ თბილისი;

მისი მონაწილეობით მომზადდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელბისათვის შემდეგი პროგრამები და ჩატარებულ იქნა სემინარები(არასრული ჩამონათვალი):

◾️ 2015 (ჯგუფი - XII) 25-26 ივლისი. სამემკვიდრეო სამართალი;

◾️ 2015 (ჯგუფი - XII) 20-21 ივლისი. სამეწარმეო სამართალი;

◾️ 2016 (ჯგუფი - XIII) 21 ნოემბერი. მოსამართლის ეთიკა და პროფესიული ქცევის სტანდარტები;

◾️ 2017 (ჯგუფი - XIII) 9,10,11,12 იანვარი. ხელშეკრულებები.