ლიანა ჯაფარიძე
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი (University of Oxford) ლიანა ჯაფარიძე, რომელიც გაუძღვება კურსს კონკურენციის სამართალში.
ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
◾️ 2017-2022 წ.წ სამართლის დოქტორი (University of Oxford) კვლევის სფერო - ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი;
◾️ 2013-2014 წ.წ სამართალმცოდნეობის მაგისტრი (University of Oxford);
◾️ 2011-2014 წ.წ საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (ორმაგი ხარისხი: თსუ, თბილისი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია);
- სამაგისტრო ნაშრომი - „კონკურენცია სარკინიგზო სექტორში- საქართველოსა და გერმანიის გამოცდილების შედარებითი ანალიზი“;
◾️ 2006-2010 წ.წ სამართლის ბაკალავრი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ტრენერის აკადემიური და არა აკადემიური სამუშაო გამოცდილება:
◾️ სამართლის ლექტორი (წმ. ეკატერინეს კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი);
- ლექციები - ევროკავშირის, კონკურენციისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს ბაკალავრიატის დონეზე;
◾️ მოწვეული ლექტორი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
- კონკურენციის სამართალი ბალაკავრიატისა და მაგისტრატურის დონეზე;
◾️ კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ტუტორი (ოქსფორდის უნივერსიტეტი);
◾️ 2021-2022 წ.წ მოწვეული სამართლებრივი კონსულტანტი (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია-OECD);
- რეკომენდაციების შემუშავება უზბეკეთის მთავრობისთვის კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ეროვნული ჩარჩოს გაუმჯობესების შესახებ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
◾️ 2016-2017 წ.წ იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი (საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო);
◾️ 2014-2016 წ.წ ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო);