მოწვეული ტრენერები
ეკა ქარდავა

ეკა ქარდავა

სამართლის დოქტორი

სამართლის დოქტორი და ჟან მონეს პროფესორი. ქალბატონი ეკას სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება შრომის სამართლით დაინტერესებული პირებისათვის წარმოადგენს ევროკავშირის სამართლის ჭრილში მისი ანალიზისა და შედარების საუკეთესო შესაძლებლობას.

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

◾️ ევროკავშირის შრომის სამართლის სპეციალისტი, სამართლებრივი აპროქსიმაციის საერთაშორისო ექსპერტი; 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის, სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნის „ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პრაქტიკა და ქართული შრომის სამართალი“ რედაქტორი და თანაავტორი;

◾️ პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი „საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში (???);

◾️ ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარე;

◾️ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი;

◾️ კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;

◾️ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი;

◾️ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

◾️ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;

◾️ Jean Monnet Modul-ის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ ავტორი და კოორდინატორი (GSTU);

◾️ Jean Monnet Project-ის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ პროექტის ავტორი და თანაკოორდინატორი (CSL);

◾️ Jean Monnet Excellence-ის პროექტის ექსპერტი EUPOLTRANS (CSG).;

◾️ 2018 წელს სადოქტორო ნამუშევარი დაიცვა თემაზე “საქართველოს შრომის სამართლის რეფორმა ევროპული ინტეგრაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა ჭრილში”.

წარსული პროფესიული გამოცდილება:

◾️ პროექტის ხელმძღვანელი და ავტორი „შრომის სამართლის ყოველთვიური ბიულეტენი“(FES);

◾️ უფროსი საერთაშორისო ექსპერტი ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში „მოლდოვას ასოცირების შეთანხმების შესრულების კოორდინაციის, სტრუქტურული პოლიტიკური დიალოგისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის პროცესის გაძლიერება“;

◾️ სატელევიზიო გადაცემების „ევროპის დროით“ ავტორი (1TV, კონრად ადენაუერის ფონდი, საგარეო საქმეთა სამინისტრო);

◾️ 10 წელზე მეტი: მკვლევარი, ტრენერი, ექსპერტი KAS, FES, CSRDG, PMCG, GIZ, ICMPD, USAID/G4G, GGI, EU-NATO Info Centre, IOM, CIPE და სხვა.

საქმიანობა საჯარო სამსახურში-21 წელი

◾️ 2014-2017 წ.წ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მრჩეველი ევროკავშირისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის საკითხებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ევროკავშირის სამართლის სამმართველოს უფროსი, ანალიტიკური სამმართველოს უფროსი.

◾️ 2004-2013 წ.წ. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსი;

◾️ 1996-2003 წ.წ. პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოსა და აფხაზეთის პრობლემების მოწესრიგების დროებით კომისია;

აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა-17 წელი

◾️ ლექციები: შრომის სამართალი, შედარებითი შრომის სამართალი, ევროკავშირის სამართალი, სამოხელეო სამართალი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია;

◾️ საქართველოში კურიკულუმის „ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ ავტორი.