მოწვეული ტრენერები
შალვა ჯულაყიძე

შალვა ჯულაყიძე

ეკონომიკის დოქტორი

ეკონომიკის დოქტორი და პროფესორი. ბატონი შალვას ავტორობით გამოცემულია 35-მდე ნაშრომი, როგორც სახელმწიფო შესყიდვების, ასევე მენეჯმენტის მიმართულებით.

ტრენერის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

◾️ 2017 წლიდან დღემდე ბატონი შალვა სსიპ „იუსტიციის სახლი“-ს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელია;

◾️ 2015-2017 წ.წ. იკავებდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციას;

◾️ 2012-2015 წ.წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსი გახლდათ;

ტრენერი პარალელურად ეწევა აქტიურ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, ლექციებს კითხულობს ისეთ უნივერსიტეტებში როგორიცაა:

◾️ 2011 წლიდან დღემდე დ. აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია (NDA) - ასოცირებული პროფესორი (მენეჯმენტის მიმართულება);

◾️ 2019 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) - ასოცირებული პროფესორი (ფინანსების მიმართულება);

◾️ 2007 წლიდან დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სადისერტაციო საბჭოს წევრი, ლექტორი, ტრენერი;

◾️ 2017 წლიდან დღემდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) - მოწვეული ლექტორი;

◾️ 2014 წლიდან დღემდე კავკასიის უნივერსიტეტი (CU) - მოწვეული ლექტორი.