უახლესი ცვლილებები სამეწარმეო სამართალში
გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს სამეწარმეო სამართალში, რომელსაც გაუძღვება პროფესორი და საქართველოს ინვესტორთა საბჭოს იურიდიული მრჩეველი გიორგი ჯუღელი.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ იკისრა ვალდებულება მოეხდინა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ჰარმონიზაცია. სწორედ ამ მიზნით 2021 წლის 2 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. გიორგი ჯუღელი აღნიშნული კანონის თანაავტორია.
ტრენინგის შექმნის საჭიროება განაპირობა კანონმდებლობაში განხორციელებულმა ისეთმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, როგორიცაა შპს-ში სააქციო საზოგადოების ელემენტების შემოტანა, რაც ნებადართული წილების დასაშვებობასა და წილების განსხვავებული კლასების გამოშვების შესაძლებლობაში გამოიხატება. აღნიშნული სიახლე შპს-ს საშუალებას აძლევს გამოუშვას, როგორც ნომინალური ღირებულების ისე ნომინალური ღირებულების არმქონე წილები. საწარმოს შეუძლია ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი.
სხვა ცვლილებებთან ერთად აღნიშნული რეგულირება სიახლეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტებისათვის. კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში ბიზნეს სექტორს დაევალა შეცვალოს არსებული წესდება, რისთვისაც მნიშვნელოვანია ცვლილებების არსში გარკვევა.
ტრენინგი წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, რაც განაპირობებს აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და შესაძლებლობას მიიღონ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ტრენინგი განკუთვნილია:
◾️ იურისტებისათვის;
◾️ ფინანსისტებისათვის;
◾️ ბიზნესის მაღალი რგოლის მენეჯმენტისთვის;
◾️ საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მსმენელისათვის;
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დაწყება - დასრულება2022-02-26
2022-02-27