ფინანსური ორგანიზაციების ეთიკური ვალდებულებები კრედიტის ამოღების პროცესში
ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს შემუშავებული ფინანსური ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის მიხედვით განისაზღვრა სესხის ამოღების პროცესში მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები.
ფინანსური ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი ადგენს მომხამრებლის მხრიდან სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსური ორგანისაზიის განსახორციელებელ დასაშვებ სამოქმედო არეალს, რაც ბუნებრივია, მსესხებელს ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებს.
კანონმდებლობის ფარგლებში ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ სესხის დაფარვის უზურნველსაყოფად მიმართოს მსესხებლის ქონებისა და ანგარიშების დაყადაღებასა და გაყიდვას, თუმცა არსებობს ის ეთიკური ვალდებულები, რომლისგან გადახვევევის შემთხვევაშიც საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები ფინანსური ორგანიზაციისთვის.
- ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია ან ადგილზე ვიზიტი უნდა მოხდეს მხოლოდ დღის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში. ამასთანავე ორგანიზაცია მომხარებელს უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ იმ რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ამასთანავე, კანონი ორგანიზაციას ავალდებულებს ორი თვის განმავლობაში შეინახოს ნებისმიერი სახის მომხამრებელთან კომუნიკაციის დამადასტურებელი ჩანაწერი. ჩანაწერის წარმოება დაუშვებელია საკონტაქტო პირის უარის შემთხვევაში.
- კომუნიკაციის განხორციელებისას ფინანსურ ორგანიზაცია ვალდებულია, დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საყოველთაოდ მიღებული ნორმები. ორგანიზაციამ აღნიშნულ პირს (მომხმარებელს/მომხმარებელთან დაკავშირებულ მესამე პირს არ უნდა მიაწოდოს შეცდომაში შემყვანი ან/და არასწორი ინფორმაცია. მიწოდებული, მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია პირს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი, სწორი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
- ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება არასწორად წარადგინოს თავი, მათ შორის, მოჩვენებითად წარუდგინოს თავი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლად ან სხვა ორგანოსთან დაკავშირებულ პირად;
- ორგანიზაცია ვალდებულია სესხის ამოღებასთან დაკავშირებით დაუკავშირდეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული. სხვა ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაცია დასაშვებია მხოლოდ ადგილმდებარეობის დადგენის ან თქვენთან დაკავშირების მიზნით, რის ფარგლებშიც არ უნდა მოხდეს სესხზე არსებული რაიმე ინფორმაციის გაზიარება - არ ახსენოს კრედიტის დასახელება, მოცულობა და/ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება კრედიტის იდენტიფიცირება, რომელთან დაკავშირებითაც ახორციელებს მასთან კომუნიკაციას.
- იმ შემთხვევაში, თუ საფინანსო სუბიექტი დაუკავშირდება ისეთ საკონტაქტო პირს, რომელიც არ არის თავდები, ან/და იპოთეკის ან გირაოს მესაკუთრე, აღნიშნულ პირი უფლებამოსილია ფინანსურ ორგანიზაციას მოთხოვოს განმეორებითი კომუნიკაციის განხორციელების დაუშვებლობა.
- საცხოვრებელ ადგილზე ქონების აღწერის მიზნით ორგანიზაციის ვიზიტი დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.
- სხვა საფინანსო ორგანიზაციაზე სესხის მიყიდვის დაუშვებლობა - საკრედიტო პორტფელის გასხვისება დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებზე. ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება თავის საკუთრებაში არსებული საკრედიტო პორტფელის ან/და კრედიტის გასხვისება ისეთ პირებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ფინანსურ ორგანიზაციებს. აღნიშნულიდან გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში თუ იურიდიული პირი თანხმობას განაცხადებს სესხის არაფინანსურ ორგანიზაციაზე გასხვისებაზე.