კომპანიის შესახებ
კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

J&J Consulting გთავაზობთ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ იურიდიულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საადვოკატო წარმომადგნელობას სამივე ინსტანციის სასამართლოში, კლიენტის ინტერესების დაცვას როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში.

J&J Consulting ემსახურება  როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ბაზარზე ოპერირებად კომპანიებს და წარმატებით პოზიციონირდება სამშენებლო სფეროში, სათამაშო ბიზნესისა თუ Retail მიმართულებით.

კომპანიის მიზანია აუთსორსინგით იურიდიული პირების მომსახურება გახადოს ხელმისაწვდომი, ხოლო  სტარტაპ კომპანიებს დაეხმაროს სწორ სამართლებრივ განვითარებაში.

კომპანია მისი გუნდის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სისტემატიურად მართავს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით ტრენინგებს, რაც განაპირობებს სამართლებრივი საკითხის უახლესი სასამართლო პრაქტიკის მიდგომებითა და თანამედროვე გამოწვევების ჭრილში დამუშავებას.

დაცვის მაღალი ხარისხის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებითა და კვალიფიციური საპროცესო წარმომადგენლობით ჩვენ დავაზღვევთ თქვენს რისკებს.